სიკორსკი – თუ პუტინი უკრაინას დატოვებს, მოლაპარაკების საჭიროება გაქრება


ავტორი
Front News საქართველო
თუ პუტინი უკრაინას დატოვებს, მოლაპარაკების საჭიროება გაქრება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში წერს.
“ბალანსისთვის როგორ უნდა წაახალისოთ პუტინი, რომ ეყოს გამბედაობა და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან? მშვიდობა მაშინვე დადგებოდა მოლაპარაკების საჭიროების გარეშე”, – წერს სიკორსკი.
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც “უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, ეყოფა გამბედაობა აღმართოს თეთრი დროშა და მოლაპარაკებები აწარმოოს”.
რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი, რომელმაც აღნიშნა, რომ არ შეიძლება ბოროტების წინაშე კაპიტულაცია.
ამავდროულად, ვატიკანმა უკვე გააკეთა განმარტება პონტიფიკოსის განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რომის პაპი კიევის კაპიტულაციას კი არ გულისხმობდა, არამედ მხოლოდ დიალოგს მოლაპარაკებების გზით.
<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”en” dir=”ltr”>How about, for balance, encouraging Putin to have the courage to withdraw his army from Ukraine?<br>Peace would immediately ensue without the need for negotiations. <a href=”https://t.co/gWNYSUt79u”>https://t.co/gWNYSUt79u</a></p>— Radosław Sikorski (@sikorskiradek) <a href=”https://twitter.com/sikorskiradek/status/1766757253502169360?ref_src=twsrc%5Etfw”>March 10, 2024</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>
თაგები:
რადოსლავ სიკორსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს