სიკორსკი - ვფიქრობთ, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
"მე დავიბადე კომუნისტურ პოლონეთში. ეს იყო ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ზოგიერთ პერიოდში გვაძლევდა საშუალებას, საზღვარგარეთ გვემოგზაურა. და ამ დროს ჩვენ, კერძოდ, ვაფასებდით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, შვედეთი, დასავლეთ ბერლინი, რომლებიც გვაძლევდნენ უვიზოდ შესვლის შესაძლებლობას. ეს იყო ფანჯარა სამყაროში ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
მისივე თქმით, "პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოლიტიკას, რომელიც ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, რომ სცადოს, დაარწმუნოს საქართველოს მთავრობა, შეწყვიტოს ოპოზიციის სამართლებრივი დევნა".
თაგები:
რადოსლავ სიკორსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს