
ავტორი
Front News საქართველო
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც მედიის მიმართ რეგულაციების დაწესებას ეხებოდა.
"ის, რომ მმართველი პარტია წლების განმავლობაში აფინანსებს ფეიქნიუსებს, აქვს თავისი ბოტების და ტროლების ფაბრიკა და ამით სულდგმულობს და ქმნის პარალელურ სამყაროს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის კრიმინალური ქმედება. თქვენ იცით, რამდენჯერ დაბლოკა და გააჩერა თუნდაც მარტო Facebook-მა ცრუ ყალბი ანგარიშები და გვერდები, ამას უნდა მოეღოს ბოლო, ჩვენ თუ გვინდა სიმართლეში ცხოვრება. სიმართლე არის ერთი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ერთი სიმართლის მისაღწევად" – აცხადებს ხაზარაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უნდა შემცირდეს მედიაში ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს