Logo

სიმონ ჯანაშია – მთავარი მიზანი არის არჩევნების შედეგების გადახედვა და ახალი არჩევნების გამოცხადება

პოლიტიკა
744
Frontnews image description

მთავარი მიზანი ამწუთას არის არჩევნების შედეგების გადახედვა და ახალი არჩევნების გამოცხადება. ჩვენ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად. ეს იქნება ქუჩის პროტესტი, თუ საერთაშორისო აზრის მობილიზაცია, – ამის შესახებ განათლების ექსპერტმა და “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მრავალმხრივი უნდა იყოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა არჩევნების შედეგები გადაიხედოს.

“მთავარი მიზანი ამწუთას არის არჩევნების შედეგების გადახედვა და ახალი არჩევნების გამოცხადება. ჩვენ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად. ეს იქნება ქუჩის პროტესტი, თუ საერთაშორისო აზრის მობილიზაცია. მიზანი არის ცხადი. ჩვენ ვიცით, რომ გაყალბდა არჩევნები და ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე უნდა იდგეს. მრავალმხრივი უნდა იყოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა არჩევნების შედეგებს გადაეხედოს”, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები