სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია

ავტორი
Front News საქართველო
დასახელდა მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა მიიღო 7-7, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე მთავარი პრინციპული საკითხი იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით.
"მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. ამ სამ კანდიდატს შორის შემდგომში კენჭისყრა შედგება გაფართოებულ სხდომაზე, სადაც შედეგი გვაჩვენებს, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა მიიღო 7-7. იყო მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.
დღევანდელ სხდომაზე მთავარი პრინციპული საკითხი იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სამი კანდიდატიდან საბოლოოდ პატრიარქს გაფართოებული საეკლესიო კრება ფარული ხმის მიცემით შეარჩევს.
გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.
გაფართოებული საეკლესიო კრება 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.





