
ავტორი
Front News საქართველო
უკვე ცნობილია, რომ აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეგისტრაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
"ამ კვირაში მოვიწვევთ ვაქცინაციის საბჭოს, სადაც დამატებით ვიმსჯელებთ, რა იქნება მიდგომა. ასევე ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ვინაიდან ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ ელოდება მათი მხრიდან რეგისტრაციას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენც საშუალებას მოგვცემს, რომ 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდულიც. თუმცა კოვიდსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე იქნება მნიშვნელოვანი, რომელიც ამ კვირაში ჩატარდება, ვაქცინაციის საბჭოს ვგულისხმობ“,- განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, „სინოფარმის“ ორი დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.
"გამოიყენება „სინოფარმის“ ორი დოზა, მესამე დოზასთან დაკავშირებით დღეს რეკომენდაცია მიღებული არ გვაქვს“,- განაცხადა ტიკარაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს