
ავტორი
Front News საქართველო
"სინოვაკით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ვიზიტის დაჯავშნა 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
უშუალოდ "სინოვაკით" აცრას კი მოქალაქეები 24 მაისიდან შეძლებენ. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზაა, რომელიც 21 დღის ინტერვალით კეთდება.
არსებული ინფორმაციით, ჩინური წარმოების "სინოვაკის“ ვაქცინა "სინოფარმის" მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.
ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა "სინოვაკის" ვაქცინა.
"სინოვაკის ვაქცინა" დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს