
ავტორი
Front News საქართველო
"სინოვაკით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება, აცრა კი 24 მაისიდან დაიწყება.
სპეციალისტები "სინოვაკის" უსაფრთხოებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ვაქცინა ტრადიციული მეთოდებითაა დამზადებული და მისი ეფექტიანობა 5 ქვეყანაში ჩატარებული კვლევითაა დადასტურებული.
"კვლევის შედეგები კარგია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ითვლება, რომ ჩინური ვაქცინები სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მათ აქვთ ყველაზე უფრო დაბალი რისკი გართულებების, იმაზე ნაკლებიც კი, ვიდრე უფრო მაღალი ეფექტიანობის მქონე ვაქცინებს. შესაძლოა ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, როგორიც არის "ასტრაზენეკა", "ფაიზერი", "მოდერნა", მაგრამ მათაც აქვთ ძალიან კარგი პროცენტი დაცვის და უსაფრთხოების ძალიან კარგი პროფილი", – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს