სირსკი – კუპიანსკის მახლობლად ვითარება კვლავ დაძაბულია, მძიმე ბრძოლებია ყველა მიმართულებით


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციები მოინახულა.
მისი თქმით, კუპიანსკის მახლობლად ფრონტზე ვითარება კვლავ დაძაბულია. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ყველა სექტორზე და მტერი აგრძელებს მაღალი ინტენსივობის თავდასხმის ოპერაციებს და მუდმივად შემოაქვს ახალი რეზერვები.
“მოვისმინე ანგარიშები მეთაურებისგან უშუალოდ საკონტროლო პუნქტებზე. ჩატარდა ოპერატიული შეხვედრები. განვიხილეთ მტრის მოქმედებების შესაძლო სცენარები, დაზვერვის შედეგების გათვალისწინებით”, – წერს სირსკი.
მისივე თქმით, მთავარ პრიორიტეტად რჩება ეფექტური დაზვერვა, ყველა ცეცხლსასროლი იარაღის კოორდინირებული გამოყენება და სამხედრო პერსონალის სიცოცხლის შენარჩუნება.


უკრაინის გენშტაბი – კუპიანსკის მიმართულებით ვითარება დაძაბულია, პოკროვსკის მიმართულებით უკრაინელი დამცველები მტერს აკავებენ

სირსკი – კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ტაქტიკური წარმატება

მალიარი – უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტის მიმართულებით, სასტიკი ბრძოლებია კუპიანსკის მიმართულებით