სირსკი - თავდაცვით გამარჯვება ვერ მიიღწევა, უკრაინა შეტევით ოპერაციებზე გადავა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინა შეტევით ოპერაციებს ჩაატარებს, რადგან გამარჯვების მიღწევა თავდაცვით შეუძლებელია.
სირსკის თქმით, რუსეთის 2026 წლის გლობალური გეგმები არ შეცვლილა - მტერი მთელ უკრაინას ესხმის თავს და თავის გეგმებს მიჰყვება.
"ყველა შეტევითი ოპერაცია იგივე რჩება; იცვლება მხოლოდ დრო, შეიარაღება და პერსონალის რაოდენობა. ყველაფერი დანარჩენი იგივე რჩება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი თავიანთ გეგმებს მიჰყვებიან“, - განაცხადა სირსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა გააგრძელებს თავის დაცვას, მაგრამ ასევე ჩაატარებს შეტევით ოპერაციებს.
"ჩვენ ჩავატარებთ სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციებს, მაგრამ გვესმის, რომ გამარჯვების მიღწევა თავდაცვით შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ ჩავატარებთ შეტევით ოპერაციებს და ვიბრძოლებთ ოპერატიული ინიციატივის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა მთავარსარდალმა.
სირსკიმ განმარტა, რომ ეს მიდგომა რუსებს აიძულებს, გაიყვანონ მნიშვნელოვანი ცოცხალი ძალა, იარაღი და საბრძოლო მასალა თავდაცვის ძალების აქტიური ოპერაციების შესაჩერებლად.
თაგები:
ალექსანდრ სირსკი




