სირსკი - უკრაინა ომის დასასრულებლად ყველა გზას განიხილავს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მშვიდობის დამყარების ყველა ფორმატს განიხილავს, თუმცა რუსეთის ფედერაცია ძირითად წინადადებას - 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას ბლოკავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
სირსკის თქმით, მან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ რობერტ ბრიგერთან.
"საუბრის დროს ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და მისი მიღწევის ყველა ფორმატს განიხილავს, თუმცა რუსეთი აგრძელებს ჩვენი ძირითადი წინადადების - 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ბლოკირებას. ამიტომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთლიანობა და ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა სირსკიმ.
თაგები:
ალექსანდრ სირსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს