Logo

სირსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები სისტემატურად ასუსტებს რუსეთის ომის წარმოების უნარს

უკრაინა
162
Frontnews image description

რუსული ჯარები არ წყვეტენ წინსვლის მცდელობებს და აპირებენ არა მხოლოდ დონბასის, არამედ მთელი უკრაინის დაკავებას, თუმცა უკრაინელი მებრძოლები სისტემატურად ასუსტებენ მტრის ომის წარმოების უნარს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკი ახლად შექმნილი სამხედრო ექსპერტთა საბჭოს ARES-ის წევრებს შეხვდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა საბჭოს ხელმძღვანელს, გენერალ სერ რიჩარდ შირეფს და გენერალ-ლეიტენანტ პაველ მაცკოს  რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე არსებული ოპერატიული ვითარების, ახალი ტაქტიკისა და იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"მტერი აგრძელებს წინსვლის მცდელობებს და აპირებს არა მხოლოდ დონბასის, არამედ მთელი უკრაინის დაკავებას. საპასუხოდ, ჩვენ სისტემატურად ვასუსტებთ მის ომის წარმოების უნარს - მიზანმიმართულად ვანადგურებთ მის რესურსებს, ლოგისტიკას და სამხედრო პოტენციალს, მუდმივად ვშლით მის გეგმებს“, - განაცხადა სირსკიმ.

ამავდროულად, მისივე თქმით, არ უნდა ჩაითვალოს, რომ მტრის რესურსები სწრაფად ამოიწურება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები