
ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს პასუხობს.
ის სირცხვილს უწოდებს მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პავილიონისმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იგივე განცხადება გააკეთა, რაც რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა.
"სირცხვილია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პასუხისმგებელი საქართველოს დახმარებაზე, რომ ამ შემაშფოთებელ აგრესიას გამკლავებოდა. ამ რთულ პერიოდში და მას შემდეგ ყოველდღე, მე ვიბრძვი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მთელ რეგიონში",- წერს პავილიონისი "ტვიტერზე".
"ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ მანამდე, უნდა ვიმსჯელოთ მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში", – განაცხადა დღეს მდინარაძემ.
პავილიონისმა 21 თებერვალს მთავრობას მიმართა: "თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ".
პოზნერს ეკუთვნის სიტყვები – "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს