სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2026 იურიდიული წლის გახსნის ცერემონიაზე "ფაზისის" შესრულებით ქართული სიმღერა პირველად აჟღერდა

ავტორი
Front News საქართველო
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) 2026 იურიდიული წლის გახსნის ცერემონიაზე ფოლკლორული ანსამბლ "ფაზისის" შესრულებით ქართული სიმღერა პირველად აჟღერდა.
27 იანვარს, 2026 იურიდიული წლის გახსნის ღონისძიებაზე, საქართველოს სახელით, სპეციალური მიწვევით წარდგა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი "ფაზისი". შესრულდა 2 ხალხური სიმღერა: ოდოია და ცედური მრავალჟამიერი.
ფოთის მერია ქართული ანსამბლის სასამართლოში მიწვევის იდეის ინიციირების და მხარდაჭერისათვის, მადლობას უხდის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ტომოკო აკანეს და ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორთქიფანიძეს.
თაგები:
ფაზისი




