სიცილიაზე აფეთქების შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი
მსოფლიო
12.12.2021 / 15:08


ავტორი
Front News საქართველო
კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ რავანუსაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა.
როგორც იტალიური მედია პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი.
მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქების შედეგად დაზიანებულია მეზობლად მდგომი შენობები, საიდანაც 50-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
თაგები:
ნგრევა