“სიურპრიზი იქნება” – რუსეთი ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების გამო კვლავ ემუქრება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების გამო კვლავ დაემუქრა. ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ალიანსში გაწევრიანების საპასუხოდ “სიურპრიზს” ელოდება.
შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გადაწყვეტილებაზე პასუხი სამხედრო იქნება.
“ეს იქნება სიურპრიზი. ეს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფაქტორების მთელი სპექტრის და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდება ფინეთის გაწევრიანების პროცესი ნატო-ში. ყოველივე ამის საფუძველზე. პარამეტრების მიხედვით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს სამხედროებს ეხება“, – განაცხადა ზახაროვამ.
ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის შემდეგ რუსეთი ამ ქვეყნებს „სამხედრო ნაბიჯებით“ და სხვა ზომებით ერთხელ უკვე დაემუქრა.
თაგები:
მარია ზახაროვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს