Logo

“სჯობს, ამ პროცესების შუაგულში ვიყო და იქიდან ვმონაწილეობდე, არ გამიყალბონ, ან სხვანაირად არ მოიპარონ ჩემი ხმები”

საზოგადოება
654
Frontnews image description

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არ შესულან, საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. საუბრობს საარჩევნო კანონმდებლობის შესახებაც. 

"მხოლოდ საარჩევნო კოდექსი ჩვენ არ შეგვიქმნის განცდას, რომ ყველაფერი კარგად არის. საბოლოო ჯამში, მთელი საარჩევნო პროცესი უნდა დავინახოთ, უბანზე რა ხდებოდა, მანამდე რა ხდება.. ანუ, მთელი პროცესი ხო ერთიანობაში უნდა აღვიქვათ? აქედან გამომდინარე, ჩემთვის გარანტია, რომ ვენდო ხელისუფლებას, ან რომელიმე ორგანოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ როდესაც ვიცი, რომ ქვეყანაში სასამართლო არა გვაქვს, სადაც მტყუან-მართლის გარჩევა შეგვიძლია, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ მე ერთადერთი რაღაც ვიცი, რომ სჯობს, ამ პროცესების შუაგულში ვიყო და იქიდან ვმონაწილეობდე, არ გამიყალბონ, ან სხვანაირად არ მოიპარონ ჩემი ხმები, ვიდრე სხვა რომელიმე საშუალებით, რასაც ჩემი კოლეგები მთავაზობდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სწორედ აქ არის მოსასვლელი და აქ არის შესათანხმებელი არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის ამბავზე, იმაზეც შემდეგ როგორ გავაგრძელებთ. აქ არის საჭირო ოპოზიციის ყოფნა"-აცხადებს ხვიჩია.

ხვიჩიამ აღნიშნა ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, მასზე გაბუტულია. 

"თქვენ იცით, რომ ჩემზე გაბუტულები არიან, პარტია ოფიციალურად, თორემ ბევრი ადამიანი "ნაციონალური მოძრაობაში" ცხადია, დღემდე შესანიშნავ ურთიერთობაშია ჩემთან", – აცხადებს ხვიჩია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები