Logo

სხალთის მთავარეპისკოპოსი – ჩვენ ვაფრთხილებთ ჩვენს ხალხს, არ დაუჭირონ მხარი ამ გარყვნილებას, გათახსირებას

პოლიტიკა
567
Frontnews image description

ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ურჩევნია – გარყვნილება, გათახსირება და საშინელი დამანგრეველი ომი თუ წესიერება, პატიოსნება, ოჯახის სიწმინდე და მშვიდობა და კეთილდღეობა – ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, – ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში ორი ძალაა, რომელთაგან ერთს მშვიდობა, მეორეს კი ომი და გარყვნილება სურს ქვეყანაში.

“საქართველოში ახლა არის ორი  პოლიტიკური ძირითადი ძალა –  ერთი, რომელმაც აკრძალა საქართველოში სოდომია და მისი პროპაგანდა და რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას უკვე 12 წელიწადია და რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ომში ჩაბმის. საშინელი ზეწოლაა მასზე, რომ რუსეთთან ომში ჩაებას და ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის მმართველი პარტია, დღეს ინარჩუნებს მშვიდობას და უარს ეუბნება მათ საშინელ, საქართველოსთვის გამანადგურებელ და დამანგრეველ ომში ჩაბმაზე და გვაქვს მშვიდობა.

მეორე ძალა არის ძალა, რომელიც არის აქტიური მხარდამჭერი სოდომური პროპაგანდის, ტრანსგენდერობის, თქვენ თქვენი თვალით  ნახეთ ეს მოვლენები, რომელმაც მემორანდუმი გააფორმა სოდომურ ძალებთან, “გეიპარტიებს” ეძახიან მაგათ, და პირდაპირი მოწოდება აქვთ მათ და ითხოვენ, საქართველო რომ ომში ჩაებას რუსეთთან, ანუ საქართველო ჩაებას დამანგრეველ ომში და მიიღოს განადგურება. ხედავთ თქვენ, უკრაინას რა უქნეს და ჩვენ უკრაინაზე ოცჯერ პატარა ვართ, ასე არ არის?! ამიტომ, ნახეთ რა ხდება – ზუსტად, ესაია წინასწარმეტყველის სიტყვების სიცხადეა ეს, იმიტომ, რომ  უფლის სიტყვაა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ერთი წუთით, რომ წარმოვიდგინოთ, თუ დაუჭერს ქართველი ხალხი მხარს ამ სოდომიის პროპაგანდის, “ლგბტ”  პროპაგანდისა და ტრანსგენდერობის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალას, ამ პარტიებს – ის იმ წუთშივე ომს მიიღებს, ესაია წინასწარმეტყველის თანახმად და საქმეც მაგას აჩვენებს, რადგან ზუსტად ის პარტიები ითხოვენ საქართველოს ომში ჩაბმას. ისინი პირდაპირ ჩააბამენ საქართველოს რუსეთთან ომში და მიიღებენ გამანადგურებელ შედეგს, იმიტომ, რომ  მათი პატრონები, შემკვეთები უცხოეთიდან, პირდაპირ სთხოვენ მათ საქართველოს ომში ჩაბმას.  თუ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც აკრძალა საქართველოში ლგბტ პროპაგანდა, უზნეობა, გათახსირება, ანუ პატიოსნება, უნდა, რომ დაამკვიდროს საქართველოში და ეს ძალა იბრძვის, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, ომში არ ებმება და ინარჩუნებს მშვიდობას. თუ ხალხი მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც აკრძალა სოდომია და გათახსირება, ის მიიღებს მშვიდობას, იმიტომ, რომ იგივე ძალა იბრძვის მშვიდობისთვის.

ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ურჩევნია – გარყვნილება, გათახსირება და საშინელი დამანგრეველი ომი თუ წესიერება, პატიოსნება, ოჯახის სიწმინდე და მშვიდობა და კეთილდღეობა – ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა.

ჩვენ ვაფრთხილებთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ძმებს, ჩვენს დებს, ქართველ ხალხს, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ გარყვნილებას, გათახსირებას და მომაკვდინებელ ომს და დაუჭირონ მხარი წესიერებას, პატიოსნებას, იმ ძალას – კონკრეტულად, მმართველ პარტიას, ამ სიწმინდეს და მშვიდობას ვინც იცავს საქართველოში”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები