Logo

სხვადასხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითხოვენ

Frontnews image description

მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს, სადაც მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

პაციენტების ოჯახის წევრების განცხადებით, მედიკამენტების არარსებობასთან ერთად, პრობლემაა საჭირო კვლევების დაფინანსებაც.

“ვერთიანდებით რამდენიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები და ოჯახის წევრები. სახელმწიფოს დღეს ჩავაბარებთ მოთხოვნას, რომ მოიცალოს ან პრემიერმა ან ჯანდაცვის მინისტრმა. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ არ კადრულობენ პაციენტებთან შეხვედრას. 10 დღეს ვაძლევთ იმისათვის, რომ შიდა მოკვლევა ჩაატარონ, თუ რატომ არის ხარვეზი სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებში და მინიმუმ, პასუხისგებაში მისცენ ეს ადამიანები იმით, რომ გაათავისუფლონ ეს ადამიანები სამსახურიდან, დანიშნონ კომპეტენტური პირი, რომელიც მედიკამენტებს ერთი თვით ადრე შემოიტანს და ექნებათ მარაგი”, – განაცხადა ერთ-ერთი პაციენტის მშობელმა.

თაგები:

Advertisement