სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ თანხის სანაცვლოდ დაასაქმებდა მას საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს