სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი – სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული თ.ხ. სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.ხ.- მ 1983 წელს დაბადებული კ.ა.- ს სარგებლობაში არსებული ავტომობილი დააზიანა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს