Logo

"სკინტლის სკანდალთან" დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

სამართალი
262
Frontnews image description

7 აგვისტოს, 10:30 საათზე, სააპელაციო სასამართლო "სკინტლის სკანდალთან" დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 100-ზე მეტი სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც კომპანია „ჩირინასგან“ შეძენილი ქათმის სკინტლი აჭამეს. აღნიშნული სკინტლის დანიშნულებაა მიწის სასუქად გამოყენება.

„ჩირინა“ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ათასამდე ადამიანს ასაქმებს.

Advertisement