სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია - "მე მომავალში“ გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით, 52 საჯარო სკოლაში უკვე ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 3000-მდე მოსწავლემ მიიღო.
კამპანიის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარების პრევენცია. თეორიულთან ერთად, შეხვედრები მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებს - როლურ თამაშებს, დისკუსიებს, ანიმაციური ვიდეოს ჩვენებას და სხვა.
თაგები:
ანტინარკოტიკული კამპანია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


