სკოლის ადმინისტრატორებისთვის “დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელოს“ პრეზენტაცია გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
24 თებერვალს სკოლის ადმინისტრატორებისთვის "დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელოს“ პრეზენტაცია გაიმართება.
"დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ სკოლის მართვის დამხმარე და ინოვაციური პროდუქტია, რომელიც „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრას, როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნას პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.
სახელმძღვანელო უფასოდ გადაეცა ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე საგანმანათლებლო ორგანიზაციას. წიგნის ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე http://mes.gov.ge/uploads/covid/distanciuri-swavleba%20-%2008%2002%202021.pdf.
ახალი სახელმძღვანელოს უკეთ გაცნობის მიზნით, 24 თებერვალს, „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია წიგნის პრეზენტაციას სასკოლო საზოგადოების წევრებთან და განათლების სფეროში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციასთან გამართავს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ავთო აბდუშელიშვილი – „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი, გია მურღულია-სკოლა „ლოგოსის’’ დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, სახელმძღვანელოს მთავარი რედაქტორი, ზურაბ კერვალიშვილი – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორი,მარიამ ჩიქობავა – საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,სიმონ ჯანაშია- განათლების მკვლევარი,გიორგი ჭანტურია- კოალიცია „განათლება ყველასთვის’’ დირექტორი, მეგი კავთუაშვილი – ასოციაცია "მშობლები განათლებისთვის’’ ხელმძღვანელი, ეკატერინე კვირიკაშვილი- ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე – პედაგოგიკის დოქტორი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი და სხვები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ დისტანციური სწავლების ეფექტიანი მართვის კარგი პრაქტიკის დანერგვისა და სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციების გამოყენების გზებს უშუალოდ ავტორებისაგან, ხოლო ამ უკანასკნელებმა მიიღონ პირველი უკუკავშირი სკოლის ადმინისტრატორებისგან სახელმძღვანელოს მომდევნო გამოცემის გაუმჯობესების მიზნით.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს