Logo

სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა

Frontnews image description

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუს და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის სკრინინგი. კვლევები ადგილზე კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა, თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარა. აქცია ამბროლაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს კვლევებისა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე. სახელმწიფო ასევე სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

კამპანიის ფარგლებში სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში. კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადებათა პრევენციის ეფექტიანობაში. დეტალური ინფორმაციის ნახვა კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/4mXXV

თაგები:

სკრინინგი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები