Logo

სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა

Frontnews image description

სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანი მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებათა პრევენცია და მათი ადრეული გამოვლენაა. 

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, მარნეულისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, სრულიად უფასოდ გაუკეთდათ ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევები. ასევე, არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის სკრინინგი. 

კამპანიის ფარგლებში, პრევენციული გამოკვლევები, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მაისის ბოლომდე, კიდევ ორჯერ ჩატარდება. 

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში - ონკოლოგიის სამკურნალო პროგრამა მოიცავს კვლევებსა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას, არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე. 
სკრინინგული ღონისძიებები უკვე გატარდა აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში. პრევენციულ კვლევებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ატარებს.  

კამპანია, ეტაპობრივად, გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს, თითქმის, მთელს ტერიტორიას მოიცავს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადებათა პრევენციის ეფექტიანობაში. 

დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/4mXXV

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები