Logo

სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა

Frontnews image description

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე - არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის სკრინინგი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევები ადგილზე კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარა. აქცია საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს კვლევების და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, სახელმწიფო ასევე სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

კამპანიის ფარგლებში სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში. კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადებათა პრევენციის ეფექტიანობაში. დეტალური ინფორმაციის ნახვა კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/4mXXV 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები