სლავიანსკში სახლის ნანგრევების ქვეშ ხუთი ადამიანი რჩება


ავტორი
Front News საქართველო
დონეცკის ოლქში, სლავიანსკში, 14 აპრილს რუსული რაკეტის მიერ დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ ხუთი ადამიანი რჩება, – ამის შესახებ სლავიანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ლიახმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 9 და დაიჭრა 21 ადამიანი.
“კიდევ ხუთი ადამიანი რჩება ნანგრევების ქვეშ. მათი ვინაობა დადგენილია”, – წერს ლიახი.
ცნობილია, რომ მაშველებს კიდევ სამ მაცხოვრებელზე ინფორმაცია არ აქვთ.
თაგები:
სლავიანსკი