
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობაში საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას გამორჩეული ადგილი უჭირავს.
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ქართველ და სლოვაკ ხალხებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული კავშირი, მათი კულტურული სიახლოვე და საერთო ღირებულებები.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ყურადღება გაამახვილეს ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.
მიხეილ ყაველაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს