სლოვენიის "ახალი უნივერსიტეტის" პროფესორი იერნეი ლეტნარ ჩერნიჩი "ევროპის უნივერსიტეტში" ლექციას წაიკითხავს

ავტორი
Front News საქართველო
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტული მობილობის KA171 აქტივობის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტი“ ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერ-ექსპერტს, პროფესორ იერნეი ლეტნარ ჩერნიჩს მასპინძლობს, რომელიც 6 ივნისს, 12:00 საათზე, საჯარო ლექციას გამართავს თემაზე - „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკაში მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა".
პროფესორი იერნეი ლეტნარ ჩერნიჩი ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერ-ექსპერტია. მას 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს აკადემიურ საქმიანობაში.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, საკონსტიტუციო სამართალი, საჯარო საერთაშორისო და ადმინისტრაციული სამართალი და ბიზნესი.
"ლექცია ღიაა "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 5 ივნისისა: https://forms.gle/9eHn8YMPmcNZDAeZ7
შეხვედრის ადგილი: დავით გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505
სამუშაო ენა: ინგლისური", - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი




