სოხუმის აეროპორტი “საერთაშორისო ფრენებისთვის” შესაძლოა, 2024 წლიდან გაიხსნას


ავტორი
Front News საქართველო
სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო ფრენების მისაღებად შესაძლოა, 2024 წლიდან გაიხსნას, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
“უკვე გამოვლენილია ინვესტორი, რომელიც მზად არის ინვესტიცია განახორციელოს აეროპორტის კომპლექსის მშენებლობასა და განახლებაში. თუ პროექტი შეუფერხებლად წარიმართება, საჰაერო ნავსადგური ორ წელიწადში პირველ მგზავრებს მიიღებს”, – განაცხადა ბჟანიამ.
მისივე თქმით, “ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს მუშაობა ფსოუზე საზღვრის გადაკვეთის გამარტივებაზე“.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა