სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა


ავტორი
Front News საქართველო
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის დასრულებიდან 28 წელი გავიდა.
სოხუმის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
თაგები:
სოხუმის დაცემა