სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხებზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას მიეძღვნა.
კონფერენციის მონაწილეებმა ქართველებსა და აფხაზებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებაზე, სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობასა და პროცესში სახალხო დიპლომატიის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გამოვიდა.
„მსგავსი ფორმატის კონფერენციები ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რათა ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ისტორია სრულყოფილად და ობიექტურად წარმოვაჩინოთ. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებისა და განათლების სფერო გახდეს ის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის პირდაპირი ურთიერთობების აღდგენას და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს კავშირებს ქართველებსა და აფხაზებს შორის“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას წიგნის „წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - აფხაზეთის ეპარქიის მმართველი (1869-1886)“ პრეზენტაცია, რომელიც ავტორის მრავალწლიან კვლევაზე დაყრდნობით, აფხაზეთის ეპარქიაში მღვდელმთავარ გაბრიელის მოღვაწეობას ასახავს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამეცნიერო კონფერენცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


