“სოლიდარობის ფონდსა” და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებულ "სოლიდარობის ფონდსა" და "ევროპის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ხელი "სოლიდარობის ფონდის" ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ და "ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა თამარ ზარგინავამ მოაწერეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის დეტალები და შეთანხმდნენ, რომ 7 მარტს "ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტელემარათონი გაიმართება, რომლის მთავარი მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების და ახალგაზრდების დახმარება იქნება.
დაინტერესებულ ბიზნესს და მაყურებელს ქველმოქმედებაში ჩართვის რამდენიმე საშუალება ექნებათ: მარათონის მსველობისას მოქალაქეებს "სოლიდარობის ფონდში" თანხის ჩარიცხვა როგორც ფასიანი სატელეფონო ზარით ნომერზე – 0901121212, ასევე ფონდის ანგარიშზე სასურველი თანხის გადარიცხვით შეეძლებათ.
"საქართველოს სოლიდარობის ფონდი" 2014 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაფუძნდა. ფონდის საქმიანობის მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობის და დიაგნოსტირების დაფინანსებაა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს