
ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვანი მეგობრული კავშირები მყარი საფუძველია მრავალდარგობრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისთვის.
"თქვენო აღმატებულებავ,
გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე საქართველოს ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. სომხეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვანი მეგობრული კავშირები მყარი საფუძველია მრავალდარგობრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და რეგიონულ სტაბილურობას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას, ხოლო მეგობარ საქართველოს ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემის გამოხატულება“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
თაგები:
ვაჰაგნ ხაჩატურიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს