"სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია ვერ იქნება გამოყენებული მესამე ქვეყნების მიერ მეზობელი სახელმწიფოებიდან ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად"


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სომხეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას ეხება.
"სომხეთის რესპუბლიკა იმეორებს თავის პრინციპულ პოზიციას, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია ვერ იქნება გამოყენებული მესამე ქვეყნების მიერ მეზობელი სახელმწიფოებიდან ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად“, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი.
მანამდე, უკრაინულმა მედიამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე რუსეთი აძლიერებს სამხედრო წარმომადგენლობას სომხეთში და აჩქარებს თავისი სამხედრო ბაზის დაკომპლექტებას გიუმრიში.
თაგები:
სომხეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს