Logo

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

მსოფლიო
28
Frontnews image description

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს, - ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სომხური მედია წერს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა „კამკის“ ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში.

ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

 

Advertisement