სოფელ ახალთერჯოლაში მზის სისტემის ელექტროსადგური გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო





თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალთერჯოლაში მზის სისტემის ელექტროსადგური გაიხსნა. საწარმო, პირველ ეტაპზე, 200000 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ელექტროსადგური კომპანია “ჯითი სოლარმა” დაამონტაჟა. პროექტი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების გარდა, მუნიციპალიტეტში ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ორი წლის შემდეგ ინვესტიციის მოცულობა გაორმაგდება, რეგიონში არსებული დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, მათი თქმით, ელექტროსადგურების მშენებლობა გაგრძელდება.
ახალთერჯოლის ელექტროსადგურის გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს