
ავტორი
Front News საქართველო
სოფელ ახალთერჯოლაში უწყვეტი წყალმომარაგებით 630 ოჯახი ისარგებლებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.
მიმდინარე პროცესი, მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან დავით გოგბერაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
სამუშაო პროცესს სიქთარვისა და ახალთერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯემალ ისაკაძე და საკრებულოს წევრი ბიძინა, ბუცხრიკიძე შეუერთდნენ.
პროექტის ფარგლებში, წყლის ცენტრალური რეზერვუარს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო
მიმწოდებელი მაგისტრალები და საქლორატორო, ამ დროისთვის, კი ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა მიმდინარეობს.
სოფელ ახალთერჯოლაში სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს