სოფელ დირბში აღდგომის დღეს სტუმრად მყოფი 22 წლის ბიჭი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
სოფელ დირბში კვირას, აღდგომის დღეს 22 წლის ბიჭი მოკლეს. მას მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
შემთხვევა სოფლის ცენტრში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი ადგილობრივი არაა და ის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს