
ავტორი
Front News საქართველო







თერჯოლის სოფელ ძევრში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდება სატუმბი სადგურის, მიმწოდებელი ქსელის და სათავე რეზერვუარების მოწყობა.
პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “უნივერსალ ჯორჯია” ახორციელებს, რომლის დასრულების შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგება ექნება კალატოზები-ვერულაშვილების უბნის 80 ოჯახს.
სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.
წყალმომარაგების ქსელის მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ დაათვალიერა.
მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 171 999 ლარს შეადგენს.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს