Logo

სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სადაც N560 მიკროავტობუსი იმოძრავებს

Frontnews image description

21 თებერვლიდან სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სადაც N560 მიკროავტობუსი იმოძრავებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაივლის ალექსანდრე ყაზბეგის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, 26 მაისის, დავით აღმაშენებლის, მიხეილ გამკაძის, გელა ოჩიაურის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩებს, შემდეგ ელეფთერ ანდრონიკაშვილის I შესახვევიდან დაუკავშირდება დავით სარაჯიშვილის გამზირს და მოძრაობას დაასრულებს სარაჯიშვილის გამზირის N47-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რაც შეეხება უკუმიმართულებას, N560 გამოიყენებს იმავე მარშრუტს და მგზავრთა მომსახურებას ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ დღემდე, სოფელი გლდანიდან აღნიშნულ მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მგზავრთა მომსახურების  მიზნით, აღნიშნული მარშრუტის დამატების გადაწყვეტილება მიიღო. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები