
ავტორი
Front News საქართველო
6 მაისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს.
დღესასწაული განსაკუთრებული მასშტაბურობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ გოგნში აღინიშნება, სადაც წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი არსებობს, რომელიც VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს და მას კარუგდებელის სახელით მოიხსენიებენ, რადგან ტაძარს კარი არ უჩერდებოდა.
გიორგობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ათასობით მომლოცველი სტუმრობს გოგნის კარუგდებელს.
ეკლესია ძალიან პატარაა მოცულობით, ამიტომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტაძარი შენდება, რომლის სიმაღლეც 52 მეტრია.
ფოტო: ერეკლე კირკიტაძე
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს