
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საკითხის შესწავლის მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები მუშაობენ.
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ადგილზე საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან და ჭიათურის მერ გივი მოდებაძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო, ასევე შეხვდნენ მოსახლეობას.
შალამბერიძის თქმით, გეოლოგთა ჯგუფი ყველა დაზიანებულ სახლში არსებული სიტუაციის დეტალურ აღწერას აწარმოებს და შემოწმების საფუძველზე უახლოეს პერიოდში შესაბამის დასკვნას დადებს.
გარდა ამისა, ჭიათურის მერიამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც სოფელში მოსახლეობის ქონებრივ მდგომარეობას სწავლობს.
ამ ეტაპზე 17 საცხოვრებელი სახლი არის დაზიანებული. დაზარალებულ ოჯახებთან აქტიურად მუშაობს ჭიათურის მერია და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას ქირით უზრუნველყოფს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა დაზარალებულ ოჯახს დროებითი ალტერნატიული საცხოვრებელი უკვე შეთავაზა.
თაგები:
ზვიად შალამბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს