
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯინჭვისში გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, რომელიც ონის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 569 790 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულება მომავალი წლის ივლისში იგეგმება.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს