
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეითში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 164 000 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან სოფელ ხეითში დასრულებული პროექტი დაათვალიერა და განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე ზრუნვა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ონის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტს წარმოადგენს.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს