Logo

სოფელ ლაგვანთაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საზოგადოება
403
Frontnews image description

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაგვანთაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან და შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელ პირებთან ერთად, სოფელ ლაგვანთაში მდინარე საკაურაზე, 2020 წლის 28-29 ივლისის სტიქიის შედეგად   დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

 

აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99“ ასრულებს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით  საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა.

 

სამშენებლო სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 387 551 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები