Logo

სოფელ მერეთში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

რეგიონები
65
Frontnews image description

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყობა საბავშვო სივრცე, ბილიკები ბეტონის დეკორატიული ფილებით, ატრაქციონები, ბორდიურები, განათება, ფანჩატური, დეკორატიული ღობე, ქვაფენილი.

​გარდა ამისა, მოეწყობა სპორტული სივრცე სადაც განთავსდება გარე მოხმარების სპორტული ინვენტარი.

სამუშაოები„სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“-ის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.

თაგები:

გორი
Advertisement