
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ მზეთამზეში და წაღვერში სავალი გზის გასწვრივ საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კედლის მოწყობის სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “Georgian Build” აწარმოა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც მოსახლეობის დაცულობას და ზოგადად, უსაფრთხო გარემო პირობებს უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში არა ერთი საყრდენი კედლის მშენებლობა განხორციელდა და მომავალი წლისთვისაც იგეგმება მსგავსი მასშტაბური კედლების მშენებლობა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს