
ავტორი
Front News საქართველო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების აქცია მეოთხე დღეა, გრძელდება.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ისინი დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.
გაფიცულების თქმით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 24 საათის, ზოგჯერ კი 36 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება.
აქციას მხარდაჭერას უცხადებს პროფესიული კავშირების გაერთიანება.
გაფიცულები თანაშრომლების ინფორმაციით, კომპანიას მოლაპარაკების დაწყება პროფკავშირის ჩართვის გარეშე სურს. შესაბამისად, ამჟამად გაფიცულები მსჯელობენ, მათსა და ადმინისტრაციას შორის გამართულ შეხვედრას დაესწროს თუ არა პროფკავშირის წარმომადგენელი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს